ხუბუა: ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედებაზე არავის არაფერი სმენია და რომელმაც „კათარზისის" ბენეფიციარებს 150-ლარიან დაფინანსებაზეც უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი
მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი" იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას! - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უზნეობისა და უტიფრობის ფსკერია.
„მევახშეობით, ყაჩაღ-ბანკირობითა და კაბალური პროცენტებით ხალხის ცოცხლად გამტყავებელი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფინანსებული ,,ტვ პირველი" იუწყება - ივანიშვილები საქველმოქმედო ფონდიდან პროცენტიან სესხებს გასცემენო. წარმოიდგინეთ, ხაზარაძე თავის ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით ეჭვქვეშ აყენებს ივანიშვილის ქველმოქმედებას!
ხაზარაძე, აკეთებს ამას! ჰო, ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედების შესახებ არავის არასოდეს არაფერი სმენია და რომელმაც სათნოების სახლ ,,კათარზისის" მოხუც ბენეფიციარებს ( რომლებმაც წლების წინ თიბისი ბანკს წერილობითი თხოვნით მიმართეს) გაზეთის გამოსაცემად თვეში 150-ლარიან დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა, ცდილობს, საკუთარი ჯიბის ტელევიზიის მეშვეობით გააშავოს ქველმოქმედებაში 3 მილიარდის დამხარჯავი ივანიშვილი.
შეიძლება, ივანიშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ან სულაც მტერი იყო და მასთან პოლიტიკური პრეტენზიები გქონდეს, მაგრამ მისი ქველმოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, ეს უკვე უზნეობისა და უტიფრობის ფსკერის ფსკერია, რომელიც ხაზარაძემ და მისმა ტელეკანალიზაციამ უკვე მერამდენედ გახვრიტეს.”- წერს ხუბუა.
1777099012
ახალი ამბებიLIVE: პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალ...
1777097545
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...
1777063678
მსოფლიოევროკომისარი: აშშ არ გეგმავს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას
ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში ომის გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებ...
1777062599
ახალი ამბებისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათ...
1777061368
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას
ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, - აღნი...































