ლადო სადღობელაშვილი: მედიაში არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ესაა მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას

დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს „ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ“.

სადღობელაშვილი „ღირებულებებთან ბრძოლას“ უწოდებს ოპოზიციური მედიის მიერ ბიძინა ივანიშვილზე შეტევას სწორედ მის იდენტობაზე თავდასხმით, რაც მისი ქველმოქმედებით გამოიხატება.

„დღეს, როცა პატრიარქის ხსოვნის 40 დღეა, დღე რომელიც თითოეული მორწმუნისთვის არის სიმძიმის, პატივისცემისა და სულიერი დაფიქრების დრო, ქართულ მედიაში მაინც არ წყდება ბინძური კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ეს არ არის პოლიტიკური კრიტიკა ეს არის ტენდენციური, მიზანმიმართული შეტევა იმ ადამიანზე, რომლის ქველმოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიას, რწმენას და ქართულ იდენტობას! სამების საკათედრო ტაძარი, ქვეყნის მთავარი სულიერი სიმბოლო, რომელიც დღეს თითოეული ქართველისთვის სიამაყეა, აშენდა იმ მხარდაჭერით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა. ეს არ არის უბრალოდ შენობა, ეს არის რწმენის, ერთიანობის და ეროვნული სულის გამოხატულება.

სწორედ აქ აქტიურდებიან ბნელი ძალები, ჭინკები! მათ იციან — აქ არის მისი ძალა! ეს არის რაც მის მთავარ იდენტობად იქცა! აქ არის ის, რაც ხალხს ახსოვს და აფასებს.

როცა ადამიანი ეკლესიას, კულტურას და ხალხს ემსახურება, მისი გაშავება ყველაზე ცინიკური მეთოდებით, ეს არის ღირებულებებთან ბრძოლა.

„მართალი მოწყალეა და სესხულობს, და მისი შთამომავლობა კურთხეულია.“ ფსალმუნი 36
„ნეტარია, ვინც ზრუნავს გლახაკზე; განსაცდელის დღეს გადაარჩენს მას უფალი.“ ფსალმუნი 41
„გაფანტა, მისცა ღარიბებს; მისი სიმართლე საუკუნოდ დარჩება.“ ფსალმუნი 111
მოწყალება არის მართლის ნიშანი, ქველმოქმედება არის მარადიული ღირებულება და პოლიტიკაზე ბევრად მაღლა დგას. ეს არის ღვთის წინაშე დამსახურება!

დღეს, ასეთ დღეს, განსაკუთრებით ჩანს განსხვავება , ერთ მხარეს დგას ქმედება, რწმენა და შექმნილი საქმე; მეორე მხარეს — სიცრუე, მანიპულაცია და მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

საზოგადოება ყოველთვის არჩევს “ქმედებას” - “ხმაურისაგან”!

Ps მეგობრებო მე არ მახსენდება და იქნებ თქვენ გამახსენოთ სააკაშვილის, გვარამიას, ბოკერიას და სხვა კოლექტიური ნაცმოძელების კეთილი საქმე, უანგარო დახმარება, ქველმოქმედება?!“- წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777099012

ახალი ამბები

LIVE: პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალ...

წირვა - წირვა ლოცვა

1777097545

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...

ამინდი  - ამინდი

1777063678

მსოფლიო

ევროკომისარი: აშშ არ გეგმავს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში ომის გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებ...

ევროკომისარი

1777062599

ახალი ამბები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.  ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათ...

ააა

1777061368

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, - აღნი...

დონალდ ტრამპი