მარიამ ქვრივიშვილი: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება

„15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება“, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

China Eastern Airlines - ი რეგულარულ ავიარეისებს შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის მთავარ საფინანსო ცენტრთან საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თბილისი - შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და დამატებითი შემოსავლების გენერირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსზე აზიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026, რომელიც მიმდინარე წლის 26 – 28 მაისს შანხაიში გაიმართება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777097545

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...

ამინდი  - ამინდი

1777063678

მსოფლიო

ევროკომისარი: აშშ არ გეგმავს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში ომის გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებ...

ევროკომისარი

1777062599

ახალი ამბები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.  ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათ...

ააა

1777061368

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, - აღნი...

დონალდ ტრამპი

1777059382

ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონში წირვას აღავლენს, შემდეგ კი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

„25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან“,...

ილია მეორე