საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სრულმასშტაბიან საველე სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „eNOVATION - Extended Network of CBRN Training Centres for
Innovation“-ის ფარგლებში ჩატარებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტზე რეაგირების სრულმასშტაბიან საველე სამდღიან სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება რუსთავში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
წვრთნების მიზანი იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ასევე, უწყებათაშორისი და საერთაშორისო კოორდინაციის გაძლიერება.
სწავლებაში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: გაერთიანებული სამეფოდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.
აღნიშნულ საველე სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რეაგირების დანაყოფი.
1777101690
ახალი ამბებიდაკავებულია უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები - იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკ...
1777099981
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
„15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება“, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airl...
1777099012
ახალი ამბებიLIVE: პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით სიონში წირვა მიმდინარეობს
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალ...
1777097545
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...
1777063678
მსოფლიოევროკომისარი: აშშ არ გეგმავს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას
ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში ომის გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებ...































