დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა - დასავლური მედია ბიტკოინების საქმეს ხმაურიანი ბრალდებებით ფარავს, მთავარი მიზანი კი მისი იმიჯის შელახვაა

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა, უცხოური მედიის ნაწილი „გამოძიების“ საფარქვეშ ცდილობს საზოგადოებისთვის დამახინჯებული სურათის მიწოდებას. ბიტკოინების მითვისების საქმე, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი მთავარი ფიგურანტია, ფაქტობრივად იფარება ხმაურიანი განცხადებებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომელთა მთავარი მიზანიც ივანიშვილის იმიჯის შელახვაა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დასავლური მედიის ქმედება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი შავი პიარი ხორციელდება, ხოლო რეალური გარემოებების დადგენა მათ ინტერესში არ შედის.
„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადავიდა, უცხოური მედიის ნაწილი „გამოძიების“ საფარქვეშ ცდილობს საზოგადოებისთვის დამახინჯებული სურათის მიწოდებას. ბიტკოინების მითვისების საქმე, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი მთავარი ფიგურანტია, ფაქტობრივად იფარება ხმაურიანი განცხადებებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რომელთა მთავარი მიზანიც ივანიშვილის იმიჯის შელახვაა.
თუ დეტალურად შევხედავთ ჟურნალისტების ქმედებებს, სურათი მარტივად იკითხება: შეკითხვები ჩამოყალიბებულია ისე, რომ პასუხს მნიშვნელობა აღარ აქვს - ნარატივი უკვე დაწერილია; პასუხებისთვის მიცემული ვადები იმდენად მოკლეა, რომ დიალოგის შესაძლებლობა ფორმალურად დარჩეს, რეალურად კი პასუხი ვერ გახდეს ანგარიშგასაწევი; უკვე გაცემული კომენტარები კი დამახინჯებული ან საერთოდ გამოტოვებულია. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს არა ჟურნალისტურ ინტერესთან, არამედ ინფორმაციის მიზანმიმართულად გამოყენებასთან.
როდესაც წერილებში ადგილი აქვს ბრალდებებს „დემოკრატიის უკუსვლაზე“ ან „ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, მაშინ როცა რეალური სანქციებიც კი მხოლოდ „რუსეთთან საეჭვო კავშირებით“ იყო ახსნილი, იკვეთება აშკარა ტენდენცია - არსებული ფაქტების გადაფარვა და დამატებითი ბრალდებების შეთხზვა.
დასავლური მედიის ქმედება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ, წინასწარ დაგეგმილი მედიაკამპანიის ფარგლებში შავ პიარს ახორციელებენ, რეალური გარემოებების დადგენა კი მათ ინტერესს არ წარმოადგენს!“, - წერს ჩიხელიძე.
1757953420
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე...
1757952938
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით
დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით, დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, -...
1757951856
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას
ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1757950876
ახალი ამბებიპრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ად...
1757950440
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯთეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება
შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხა...