შსს-ს ცნობით, დღევანდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პმევმატური პისტოლეტი.
ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1757954883
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ავი დიჩტერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრთან, ავი დიჩტერთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინ...
1757953420
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმე...
1757952938
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით
დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით, დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, -...
1757951856
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას
ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...
1757950876
ახალი ამბებიპრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ად...