ლევან ჭოტორლიშვილი: ხოშტარიას შემთხვევა ადასტურებს, რომ შეიძლება საერთოდ პუტინის მთავრობისგან ფინანსდებოდე, მაგრამ თუ რუსოფობიული, ნაცისტურში გარდამავალი რიტორიკა და სიძულვილის ენა გაქვს, სექტანტები მაინც მოგიწონებენ

ელენე ხოშტარიას შემთხვევა ადასტურებს შემდეგ რამეს. შეიძლება საერთოდ პუტინის მთავრობისგან ფინანსდებოდე, მაგრამ თუ რუსოფობიული, ნაცისტურში გარდამავალი რიტორიკა და სიძულვილის ენა გაქვს, სექტანტები მაინც მოგიწონებენ. მათ არ აინტერესებთ რეალური საქმე, შინაარსი, ლოგიკა, ანალიზი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, სექტა დამოკიდებულია სიძულვილზე და მუდმივად ცდილობს მის გაფართოებას, როგორც მინიმუმ, ქართველი ერის ჯანსაღ ნაწილზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიასა და ეკლესიაზე.

„ელენე ხოშტარიას შემთხვევა ადასტურებს შემდეგ რამეს. შეიძლება საერთოდ პუტინის მთავრობისგან ფინანსდებოდე, მაგრამ თუ რუსოფობიული, ნაცისტურში გარდამავალი რიტორიკა და სიძულვილის ენა გაქვს, სექტანტები მაინც მოგიწონებენ. მათ არ აინტერესებთ რეალური საქმე, შინაარსი, ლოგიკა, ანალიზი.

სექტა ისეა დამოკიდებული სიძულვილის ენაზე როგორც ნარკომანები წამალზე. ოდესღაც მათ უთხრეს რომ რუსეთის მიმართ სიძულვილი ლეგიტიმურია, ამისთვის არ დაგსჯიან. იყავი თუნდაც პუტინის აგენტი, მიიღე პუტინისგან ფული, მაგრამ გამოხატე სიძულვილი. მიყიდე მთელი ქართული ენერგეტიკა რუსეთს, ჩააბარე ტერიტორიები როგორც სააკაშვილმა და კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გააკეთეს, ყველაფერს გაპატიებენ, ტაშს დაგიკრავენ ოღონდ სიძულვილის უფლება მიეცი.

როგორც ნარკომანს არ ჰყოფნის დოზა, ასევე სექტას არ ჰყოფნის სიძულვილის საზღვრები და მუდმივად ცდილობს მის გაფართოებას პრაქტიკულად მთელ ქართველ ერზე თუ არა როგორც მინიმუმ მის ჯანსაღ ნაწილზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, ეკლესიაზე. სიძულვილი ვრცელდება მეზობელზე, ნაცნობზე რომელიც მათზე უფრო ნიჭიერი, წარმატებული, კულტურულია. ეს არის კოლექტიური „შვონდერის“ ფენომენი რომელიც აღწერა მიხეილ ბულგაკოვმა „ძაღლის გულში“. რეალურად, მათ მხოლოდ ქართველი ერი და საქართველო კი არა მთელი სამყარო სძულთ, მათ შორის დასავლეთიც, მაგრამ დასავლეთი მათთვის მაღალი ბარიერია, დასავლეთის სიძულვილი არ არის ლეგიტიმური.

შეიძლება დასავლეთის სიძულვილისთვის დაგსაჯონ. დააკვირდით როგორ სწრაფად წაშალეს ჩარლი კირკის სიკვდილით აღტაცებული სტატუსები. საკმარისი იყო ამერიკის მთავრობას ერთი განცხადება გაეკეთებინა, რომ ასეთი სტატუსების ავტორები დაისჯებიან.

მომენტალურად წაშალეს ყველაფერი. ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებით გამოწვეული სიხარული კი არ წაშალეს. იმიტომ რომ გაჩეჩილაძე ქართველია, მისი სიძულვილის გამო არ დასჯიან“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757952938

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით

დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით, დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, -...

ირაკლი კობახიძე

1757951856

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას

ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1757950876

ახალი ამბები

პრემიერი: კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ად...

პრემიერი, კობახიძე

1757950440

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შევხვდით კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხარჯთეფექტიანობისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესება

შევხვდით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავებულები არიან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ჩვენ გვქონდა საუბარი ზოგად პრინციპებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა პროექტების ხა...

ირაკლი კობახიძე

1757949083

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია

კანონმდებლობა უკვე ამუშავდა და შევცდებით რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ამ შავი ფულის მოძრაობა, რომლითაც ფინანსდება ესა თუ ის პოლიტიკური აქცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლ...

თენგიზ შარმანაშვილი