დავით ჩიხელიძე: ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც „იმედს“ და POSTV-ს ტელევიზიებს ენდობიან და მათგან იღებენ ინფორმაციას
„იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. საკმარისია გადავხედოთ საჯარო რეაქციებს, დავინახავთ ადამიანებს, რომელთაც მედიის სანქცირება გაუხარდა და აღფრთოვანების ტაშს უკრავენ, მათთვის პრინციპები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი პოლიტიკური კონიუნქტურა და საკუთარი ბატონების მორჩილებაა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც წლებია სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე საუბრობენ, დღეს გაუჩინარდნენ.
მისივე თქმით, აშკარაა, რომ მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა პრინციპი, არამედ დამფინანსებლის კეთილგანწყობა. სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი მათთვის „თავისუფლება“ მაშინ ფასობს, როცა ფულს უხდიან და მორჩილებაში ამყოფებენ.
მისი შეფასებით, დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისკენ მიმართული მტრული აქტია, რომლებიც ინფორმაციას სწორედ ამ ორი ტელევიზიისგან იღებდნენ.
„იმედისა“ და „პოსტვი“-ის დასანქცირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. საკმარისია გადავხედოთ საჯარო რეაქციებს, დავინახავთ ადამიანებს, რომელთაც მედიის სანქცირება გაუხარდა და აღფრთოვანების ტაშს უკრავენ, მათთვის პრინციპები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი პოლიტიკური კონიუნქტურა და საკუთარი ბატონების მორჩილებაა.
სანქციები განხორციელდა ნული არგუმენტით და ნული ფაქტით. საზოგადოებას არ წარუდგინეს კონკრეტული მტკიცებულებები, არ ყოფილა გამჭვირვალე პროცესი, არ დასახელებულა სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ასეთ მკაცრ ნაბიჯს გაამართლებდა. როდესაც გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ აღქმებსა და შეფასებებს, ეს სამართლებრივი სტანდარტებისგან გადახვევას ნიშნავს.
განსაკუთრებით თვალშისაცემია ე.წ. უფლებადამცველების დუმილი. ადამიანები, რომლებიც წლებია სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე საუბრობენ, დღეს გაუჩინარდნენ. აშკარაა, რომ მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა პრინციპი, არამედ დამფინანსებლის კეთილგანწყობა.
სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტი მათთვის „თავისუფლება“ მაშინ ფასობს, როცა ფულს უხდიან და მორჩილებაში ამყოფებენ. დასავლეთის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისკენ მიმართული მტრული აქტია, რომლებიც ინფორმაციას სწორედ ამ ორი ტელევიზიისგან იღებდნენ.
ფაქტობრივად, სანქციები ეხება იმ მაყურებელს, რომლებიც აღნიშნულ ტელევიზიებს ენდობოდნენ და მათგან იღებდნენ ინფორმაციას. როგორც აღმოჩნდა საქართველოს, დასავლეთთან ბრძოლა არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, არამედ სიტყვის თავისუფლებისთვის უწევს, ჩვენ მზად ვართ! ვიბრძოლოთ სიტყვის და მედიის თავისუფლებისთვის! არავის უკანა ეზო არ ვართ, აღნიშნულ ფაქტს ვერ გავატარებთ! იმედს სააკაშვილის რეჟიმმა ვერაფერი დააკლო, მას სანქციებით ვერ შეაშინებთ!“ - წერს ჩიხელიძე.
1772012333
ახალი ამბებიგენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს. გ...
1772011831
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: მსხვილი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს. ამის ფონზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩებიან
მსხვილი სახელმწიფოები, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად არ იცავენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ამით ქმნიან შემაშფოთებელ პრეცედენტებს განსაკუთრებით მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოებისთვის. ამის ფონზე...
1772011315
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში
სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შე...
1772009968
ახალი ამბებიმტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. როგორც მან...
1772009714
ახალი ამბებიქარბუქი, წყალმოვარდნები და შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა,...




























