დავით ჩიხელიძე: როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდაპოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა, ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა
„ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე.
მისივე შეფასებით, თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან.
„ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია.
როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუ კანონი არსებობს, მისი უგულებელყოფა დემოკრატიის სახელით ვერ იქნება გამართლებული.
თორნტონის განცხადება შემდეგნაირად კვალიფიცირდება, დემოკრატიის სახელით, მზად ვართ უხეშად ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენი ინტერვენციით წავახალისოთ ქვეყანაში არსებული რადიკალური ძალები !
როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას.
პარალელურად კეთდება განცხადებები ქართველი ხალხისადმი მეგობრობაზე და მხარდაჭერაზე. მაგრამ თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან“, - წერს ჩიხელიძე.
1770893780
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, ძალიან შემცდარან
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერას ეხმიანება. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე...
1770892520
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი
მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, პრეზიდენტის სასახლეში. მივესალმები მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებას ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, რომელიც პრე...
1770891901
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით
„სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის...
1770890823
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციას არ აქვს გეგმა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია გამარგინალებულია და ხალხის მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ საპატი...
1770890656
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო იქნება
ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. პრეზ...






























