მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიას შორის
ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია. ამას მოწმობს საქართველოს ტრადიციული სამშვიდობო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ მხოლოდ მივესალმებით, როდესაც ამ პროცესს გარე აქტორებიც უერთდებიან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიას შორის.
„ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანად ფუნქციონირებას.
საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი კვანძი, დაინტერესებულია გააღრმაოს თანამშრომლობა ხორვატიასთან და ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ბალკანეთის რეგიონსა და აზიის ქვეყნებს შორის.
ჩვენ მზად ვართ ხორვატიასთან განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის რეგიონების დაახლოებაში.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩსა და მის დელეგაციის თითოეულ წევრს საქართველოში სტუმრობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1770890823
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციას არ აქვს გეგმა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია გამარგინალებულია და ხალხის მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ საპატი...
1770890656
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო იქნება
ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. პრეზ...
1770889779
ახალი ამბებიზორან მილანოვიჩი: მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ
მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ, - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა...
1770889504
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ
ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ. სტუმრების რანგში საქართველოდან გაქცეული, 4 ოქტომბრის დამხობის საქმეზე ბრალდებული საქართველოდან გაქცეული, - ამის...
1770887210
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსში“ უკვე გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 იყიდეს ქართველებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა - მხოლოდ რვა, ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა
„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართვ...































