კახა კალაძე: ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საქართველოს ინტერესი არ აქვთ
ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებიც გარედან მართულები არიან, ქვეყნის მოღალატეები არიან. მათ საქართველოს ინტერესი არ აქვთ. გარედან დაფინანსებულები არიან, თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან, მზად არიან ეს ყველაფერი შეასრულონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რა მდგომარეობაშიც დღეს ოპოზიცია იმყოფება, არის მათივე ქმედებების მონაპოვარი.
„როგორ შეიძლება დემოკრატიულ პროცესად შეაფასო პრეზიდენტის სასახლის აღება მაშინ, როდესაც მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია, რომ ხელისუფლებას დაამხობდნენ. სახელმწიფო გადატრიალება დემოკრატიული პროცესიაო. გარედან ყველანაირად ახალისებდნენ კონკრეტული ქვეყნის ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ ახალისებდნენ ამ ბოროტებას და უბედურებას, რომლის განხორციელებაც დაიწყეს 4 ოქტომბერს, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს მყისიერად და შეაჩერეს ეს ყველაფერი. ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი.
არავისი დაჭერა არ გვიხარია. დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რიგითი დეპუტატის ჩათვლით ყველა გამოვდიოთ და მოვუწოდებდით ამ ადამიანებს, რომ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება. უამრავი მოწოდება გავაკეთეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ვინც ეცდება არაკანონიერი გზით ხელისუფლების შეცვლას, რევოლუციას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხალხის დაპირისპირებას, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.
ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, გვაქვს არჩევნები და ხელისუფლების ცვლილებები უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით. მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თავად აირჩიოს ქვეყნის ხელისუფალი, ვის ანდობს ქვეყანას და არა გარედან ძალებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მათთვის სასიამოვნო ადამიანები მოიყვანონ პოლიტიკაში, დასვან მთავრობაში, რომ შემდეგ მართონ ისე, როგორც მათ სურთ და არა ქართველ ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1770836231
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე
ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის...
1770834685
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს
„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამ...
1770834008
საზოგადოებაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...
1770833341
მსოფლიოზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...
1770831331
საზოგადოებათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...



























