კახა კალაძე: მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა
საქართველო თავისი ადგილმდებარეობით დამაკავშირებელია აზიისა და ევროპის, შავი ზღვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არაღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ობიექტური კვლევა საქართველოს წინსვლას აღიარებს.
„ეს არის, რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. ჩვენი ბევრი მხარდამჭერიც ბევრ კითხვას სვამდა, თუ რატომ ვიღებდით ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ შევხედავთ ჩვენს განვლილ წლებს, პოლიტიკურ სვლებს, დღევანდელი მსოფლიო რა მდგომარეობაშიც არის, ხომ მარტივია იმ შეფასების გაკეთება, რომ ხელისუფლებამ გადადგა სწორი ნაბიჯები, ქვეყანას აარიდა ძალიან დიდი უბედურება ომის სახით. ეს რა თქმა უნდა მარტივი არ იყო, უამრავი შეურაცხყოფა, შემოტევა. მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
1770836231
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე
ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის...
1770834685
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს
„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამ...
1770834008
საზოგადოებაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...
1770833341
მსოფლიოზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...
1770831331
საზოგადოებათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...



























