მიხეილ ყაველაშვილი: ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი
მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, პრეზიდენტის სასახლეში. მივესალმები მაღალი დონის კონტაქტების გააქტიურებას ჩვენს ქვეყნებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, რომელიც პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტია საქართველო-ხორვატიის ურთიერთობებში, დამატებით იმპულსს შესძენს ჩვენი კავშირების გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში, - განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ეფუძნება ხალხებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებს, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.
„როგორც შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, ჩვენი ქვეყნებისთვის ისტორიული მეხსიერება, კულტურული იდენტობა, ტრადიციები და ქრისტიანობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ამ მყარ ფუნდამენტზე დგომით, ჩვენი ერები იცავენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს სწრაფად ცვალებად სამყაროში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ხორვატიის პრეზიდენტთან საუბრისას განიხილეს როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე, მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.
„ბატონ ზორანთან საუბრისას განვიხილეთ როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები მიმდინარე გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.
საუბრის დროს აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგში სუვერენიტეტის ფუნდამენტს წარმოადგენს ეროვნული ინტერესების დაცვა, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ინფორმაციული სუვერენიტეტი.
ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების კონტექსტში, შეხვედრის დროს ყურადღება გავამახვილეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის პარტნიორობის სტიმულირებაზე. ამასთანავე, ხაზი გავუსვით ახალგაზრდობის პოლიტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.
აქვე, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო გახდება და ვეცდებით, რომ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოსა და ხორვატიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნისთვის და ასევე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს და ხორვატიას, რომ ჩვენ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და მხარს უჭერს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1770890656
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო იქნება
ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. პრეზ...
1770889779
ახალი ამბებიზორან მილანოვიჩი: მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ
მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ, - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა...
1770889504
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ
ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ. სტუმრების რანგში საქართველოდან გაქცეული, 4 ოქტომბრის დამხობის საქმეზე ბრალდებული საქართველოდან გაქცეული, - ამის...
1770887210
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსში“ უკვე გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 იყიდეს ქართველებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა - მხოლოდ რვა, ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა
„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართვ...
1770885844
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, 2026 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 36 300 000 000 ლარამდე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე წელს 8 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება
2025 წლის ბიუჯეტი რომ შევაჯამოთ, შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმი...































