ლევან მაჭავარიანი: თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, ძალიან შემცდარან
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მხარდაჭერას ეხმიანება. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის ეს არაფერს ნიშნავს, როდესაც სასწორის მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია.
„თუ ჰგონიათ, რომ ამით დაგვაშანტაჟებენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ გვექნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, ძალიან შემცდარან. ჩვენთვის ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა დისკომფორტს თუ შევიქმნით ან არ შევიქმნით და სასწორის მეორე მხარეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დისკომფორტსაც შევიქმნით და გაცილებით დიდი დისკომფორტის შესაქმნელადაც ვართ მზად.
იციან, თუ რამდენად განულებულია რადიკალური ოპოზიცია მთლიანად. მთელს ქვეყანას ვიზას არ უჩერებენ, იქიდან გამომდინარე, რომ იციან - ეს ვერაფერს გამოიწვევს და უკვე ბოლო საშანტაჟო მექანიზმიც აღარ ეჭირებათ ხელში და ვერ შეელევიან ასე მარტივად. ამ შემთხვევაში, აკეთებენ აქცენტს ჩვენთვის ვიზების შეჩერებაზე, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს მაჭავარიანი.
1770890823
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციას არ აქვს გეგმა, მაგრამ ნიკა გვარამია ციხიდან ორიგინალური ვარცხნილობით ნამდვილად გამოვიდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია გამარგინალებულია და ხალხის მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ აქვს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ საპატი...
1770890656
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად მჭიდრო იქნება
ხორვატიის საელჩო საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ზორან მილანოვიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. პრეზ...
1770889779
ახალი ამბებიზორან მილანოვიჩი: მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ
მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო თავის ძალისხმევაში, დაცული ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და მე ამაში სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ, - ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა...
1770889504
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ
ჰელსინკის სამარცხვინო სხდომა ვიხილეთ, რომელსაც კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ. სტუმრების რანგში საქართველოდან გაქცეული, 4 ოქტომბრის დამხობის საქმეზე ბრალდებული საქართველოდან გაქცეული, - ამის...
1770887210
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსში“ უკვე გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 იყიდეს ქართველებმა, არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა - მხოლოდ რვა, ოპოზიციას არაბიზაციის დაანონსებული პროცესი ჩაუვარდა
„იგლ ჰილსის“ პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კონკრეტულად კრწანისის ტერიტორიაზე, გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა, - ამის შესახებ საქართვ...































