კახა კალაძე: ევროპული ბიუროკრატია არის კრიზისში, არის უმძიმეს მდგომარეობაში

„საოცრება იყო“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის მეორედ შეჩერებაზე საუბრისას.

კალაძის განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით მას არ აქვს მოლოდინი რომ ევროკავშირთან ურთიერთობები შეიცვლება.

„ევროპული ბიუროკრატია არის კრიზისში, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ვნახეთ, თვითონ ევროპული ქვეყნებიც კი ზოგიერთ საკითხებთან მიმართებით მოდიან წინააღმდეგობაში. რა მესიჯებს ავრცელებენ საქართველოსთან მიმართებაში, ეს ხომ წარმოუდგენელია, სიცრუე, ტყუილი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელია, რომ საქართველოს არ ჰყავს მორჩილი ხელისუფლება.

„რატომ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის იქნება დამანგრეველი? რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი, რამ რაც ჩვენს ეკონომიკის დააზიანებს? ჩვენ ვიცავთ ჩვენს ინტერესს, ჩვენ არავისთან ომი არ გვჭირდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის გამთლიანება, ეს უნდა მოვახდინოთ პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ საქართველო აღარ დაუშვებს შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნების ელჩების ჩარევას.

„ვეღარ მოხდება, რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ჩაერიოს და პოლიტიკური საქმიანობა აწარმოოს, მორჩა, დამთავრდა! ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. უკრაინაში რაც ხდება უკრაინელი ხალხის ინტერესში ეს? ეს არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში მოხდეს, მშვიდობა გვინდა!“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770836231

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავდექით ძალიან მკაფიოდ გაცხადებულ გზაზე - ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები უპირველეს ყოვლისა და ურთიერთობები, მათ შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ნებისმიერი კუთხით, მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე

ჩვენ ვიცით ჩვენი გზა - ეს არის ყველაზე მთავარი. უნდა გამოვიდეთ იმ სპირალიდან, რომელიც ათწლეულები მოსდევდა საქართველოს და გამოვედით ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის...

ირაკლი კირცხალია

1770834685

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს

„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამ...

 შალვა პაპუაშვილი

1770834008

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. იგი ოკუპირებული გალის რაიონიდან იყო. ბაჩო ბულისკირია მოხალისეთა დანაყოფში ირიცხებოდა. ქართველი მებრძოლი მანამდეც იყო დაჭრილი, თუმცა რეა...

მებრძოლი

1770833341

მსოფლიო

ზელენსკი: მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მთავარი თემა ტერიტორიების საკითხი იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო აშშ-ის წინადადება მომავალ კვირას სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის განმავ...

ზელენსკი

1770831331

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხორვატიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორის...

ხორვატიის პრეზიდენტი