დავით ჩიხელიძე: სასამართლოში გვარამიას გამოსვლა იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები - იგი საკუთარ თავს, წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა
„სასამართლოში, გვარამიას უსაზღვრო ფანტაზიით სავსე გამოსვლას მოვუსმინე. ეს იყო მორალისა და სინდისისგან დაცლილი ადამიანის პასუხები, რომლებიც იმდენად არათანმიმდევრული იყო, რომ გვარამია საკუთარ თავს, საკუთარ წარსულ განცხადებებსა და პოზიციებს ეწინააღმდეგებოდა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გვარამიას თითოეული განცხადება აჩენს განცდას, რომ ის ან რეალობას სრულად არის მოწყვეტილი, ან შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ექსპერტი აცხადებს, რომ დღევანდელმა სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის ძირეული გაჯანსაღების აუცილებლობაში.
„არ მეგულება მეორე ადამიანი, რომელსაც თეთრზე, შავის მტკიცება, საკუთარი სიტყვების ასე მარტივად უარყოფა და წარსული განცხადებების დავიწყება ასეთი ჭკვიანური გამომეტყველებით შეეძლოს. მისი თითოეული განცხადება აჩენს განცდას, რომ ის ან რეალობას სრულად არის მოწყვეტილი, ან შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. განსაკუთრებით ცინიკური მისი ცალკეული განცხადებები იყო, გვარამიას მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვია და საქართველოს რუსეთთან ვაჭრობა უნდა ჰქონდეს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ვაჭრობა თავისით ვითარდება. საინტერესოა, სად და როდის გაქრა პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც წლების განმავლობაში კოლექტიური ოპოზიცია ქადაგებდა, მათი მოთხოვნა იყო (ღია წყაროებში არაერთი განცხადება იძებნება) რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციები უნდა დაეწესებინა. დღეს სხვა რეალობაა? თუ უბრალოდ, როდესაც საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება უწევთ, პრინციპებიც და პოლიტიკური პოზიციებიც ეცვლებათ? არანაკლებ აღმაშფოთებელია მისი შეფასება, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ხელისუფლება იყო. ეს უბრალოდ მიკერძოებული პოლიტიკური შეფასება კი არ არის, არამედ არის საზოგადოების შეურაცხყოფა, იმ საზოგადოების შეურაცხყოფა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს ნაცების მმართველობის წლები, ძალადობა, წამება, ღირსების შელახვა და უსამართლობა. გვარამია ასევე ამტკიცებს, თითქოს შეუძლებელია ზურა გირჩი ჯაფარიძეს სცოდნოდა, რომ ციხეში პატიმრებს აწამებდნენ. როდესაც ასეთი პოზიცია გესმის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: გამოდის, წამება არსებობდა, მაგრამ იმდენად ეფექტიანად მალავდნენ, რომ პარტიის წარმომადგენელს შეუძლებელია ეს სცოდნოდა. ეს თავის გამართლება კი არა არის, არამედ კიდევ უფრო მძიმე კითხვების საფუძველია.
ასევე, გვარამიას განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენება ძალადობად არ უნდა შეფასდეს. საინტერესოა, როგორ უნდა შევაფასოთ ქმედება, რომლის დროსაც პიროტექნიკა პოლიციელების წინააღმდეგ გამოიყენება და ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს უქმნის? საფრანგეთის მაგალითიც აჩვენებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესოს, რადგან ის ძალადობრივი გამოხატვის ინსტრუმენტია, რაც მშვიდობიან პროტესტის ფარგლებს სცდება. პროტესტის უფლება არ ნიშნავს ძალადობისა და სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის უფლებას. საერთო ჯამში, დღევანდელმა სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური ველის ძირეული გაჯანსაღება აუცილებელია,
ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ალტერნატივა და არა პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლის წარსული და აწმყო უამრავი დანაშაულით და კითხვებით არის სავსე“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1794841017
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ოპოზიციონერები პირდაპირ ეთერში საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიან, პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათგან ვისმენთ
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობენ და საზოგადოებას თვალებში ნაც...
1794840305
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა, ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებები ეროვნული ბანკის ფუნქციებთან დაკავშირებით კანონმდებლობას ეწინ...
1794838984
ახალი ამბებიპარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მი...
1794837701
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ჯანდა...
1794836615
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მი...































