ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა რით ვერ იპოვა საკუთარ თავში ძალა, 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? პირველი ნაბიჯი ბრიუსელმა უნდა გადადგას და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას
„რანაირად ხდება, რომ ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება აქვს? – ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი საფრანგეთში მკვლელია და მას მკვლელობის მცდელობით ასამართლებენ, ხოლო საქართველოში თურმე პოლიტიკური პატიმარია და და უნდა გაათავისუფლო, რადგან გმირია“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ჩვენმა საზოგადოებამ თვეების განმავლობაში ბევრი რამე ნახა.
„რანაირად არის იქ კანონები დემოკრატიის ფარი და დემოკრატიის პროგრესი და საქართველოში დემოკრატიის რეგრესი და უკუსვლა? აქ არის კითხვები, რაზეც პასუხები ბრიუსელმა უნდა გასცეს. საკუთარ თავში რით ვერ იპოვა ძალა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? რით ვერ იპოვეს საკუთარ თავში შესაბამისი ფაქტები, რომ საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ დემონსტრაციებს თავისი სახელი დაარქვან? ყველაზე მარტივი საზომია, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიუსელმა პრაგმატული აზროვნება დაიწყო და ამ პროცესებს რაციონალურად უყურებს. ვიდრე ორმაგი დამოკიდებულებაა, რთული იქნება ასეთ ფორმატში დიალოგის წარმოება, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. როდესაც ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ორივე მხარე ერთობლივად დიალოგს ვაწარმოებთ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ფარული დღის წესრიგია.
„კარგად იციან, რომ დიახაც, ძალადობა ძალადობაა, მაგრამ მთავარი პრობლემა ფარული დღის წესრიგია, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. სწორედ ამის გამოა პროცესი ჩიხში შესული. ახლა უჭირთ საკუთარი შეცდომების საჯაროდ აღიარება და ძლიერი პოზიციიდან თქმა, რომ დიახ, შეცდომა დაუშვეს. პირველი ნაბიჯი ვინც უნდა გადადგას, ბრიუსელია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1794838984
ახალი ამბებიპარლამენტში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მი...
1794837701
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ჯანდა...
1794836615
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მი...
1794836009
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია
საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარ...
1794834766
ახალი ამბებისატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ განახლდა მგზავრთა მიღება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დასრულდა ჩამსვლელ ესკალატორზე ტე...































