მუჰამად მოკაევის ახალი განცხადება - რა დეტალები ხდება ცნობილი საბა ლაზიშვილის მომავალ მეტოქეზე

სპორტსმენი მუჰამად მოკაევი სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, რომ დეკემბერში დუბაიში ქართველ მებრძოლ საბა ლაზიშვილთან საჭიდაო ორთაბრძოლა შესთავაზეს და ამ შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. 

„დეკემბერში, დუბაიში, საბასთან ჭიდაობის ორთაბრძოლა შემომთავაზეს. წავედით!“, - წერს მუჰამად მოკაევი.

ცნობისთვის, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი დაამარცხა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვებით დაასრულა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794834766

ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ განახლდა მგზავრთა მიღება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დასრულდა ჩამსვლელ ესკალატორზე ტე...

მეტროს ესკალატორი

1794834637

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში)...

 ყველის არალეგალური საწარმო

1794834627

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5934 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ზოგადი

1794834071

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუ...

პროკურატურ

1794833974

ახალი ამბები

დავით უტიაშვილი: სავალუტო რეზერვების რეკორდულმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგვცა

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა, რეზერვების მ...

დავით უტიაშვილი