პროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია

საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის - იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.

ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794836615

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში 2023-2026 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მი...

მასწავლებლის ეროვნული პრემია

1794836009

ახალი ამბები

გია ვოლსკი: საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია

საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარ...

გია ვოლსკი

1794834766

ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ განახლდა მგზავრთა მიღება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ დასრულდა ჩამსვლელ ესკალატორზე ტე...

მეტროს ესკალატორი

1794834637

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში)...

 ყველის არალეგალური საწარმო

1794834627

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5934 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ზოგადი