მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
მიხეილ სარჯველაძემ დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება ფარმაცევტული პროდუქტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რათა ფასებთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას ასევე - შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
1794833974
ახალი ამბებიდავით უტიაშვილი: სავალუტო რეზერვების რეკორდულმა მოცულობამ მათი დივერსიფიკაციის შესაძლებლობა მოგვცა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, ქვეყანას შესაძლებლობა მიეცა, რეზერვების მ...
1794832090
მსოფლიოთბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“, ესკალატორზე მგზავრებს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ამომსვლელ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოების დასრულ...
1794831573
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრა...
1794829633
ახალი ამბები„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მება...
1794828790
ახალი ამბებიპაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში – დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“. პაატა სალიამ პანელური დისკუსიის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ის...































