გიორგი სოსიაშვილი: როდესაც ამ ნაცბანდამ საქართველოში ამოწურა თავისი შავბნელი საქმიანობა, „დიფ სთეითმა“ დესანტივით გადასხა ეს მავნებლები უკრაინაში, ნაცმოძრაობის მთავარი მიზანი დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც
„ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას თუ რა არის მათი ნამდვილი მიზანი. ნამდვილი მიზანი არა ხალხისთვის ზრუნვაა, არამედ დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი საუბრობს.
„როდესაც ამ ნაცბანდამ საქართველოში ამოწურა თავისი შავბნელი საქმიანობა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა „ქართულმა ოცნებამ“, „დიფ სთეითმა“, ამ ბნელმა ძალამ დესანტივით გადასხა ეს მავნებლები უკრაინაში, სადაც მათ საკვანძო თანამდებობები დაიკავეს. ესენი ფულის გამო წავიდნენ. აგენტები არიან და ბუნებრივია, რომ როგორც გიენები მიესევიან ხოლმე მსხვერპლს, ისე არიან ახლა უკრაინელი ხალხის ხარჯზე ნაშოვნ ფულზე მისეული ეს ადამიანები. ბევრი კლანია შიგნით და თავისთავად ცხადია, ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ საზოგადოებას დაანახა თუ რა არის მათი ნამდვილი მიზანი. ნამდვილი მიზანი არა ხალხისთვის ზრუნვაა, არამედ დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
1769245429
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი საია-ზე: რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ
რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები - მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნებ...
1769244256
ახალი ამბებიგურიის სოფლებში, ღრმაღელესა და ნიგვზიანში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა
გურიის რეგიონში, სოფელ ღრმაღელესა და ნიგვზიანში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრი...
1769243568
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით
მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა - ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, - განაცხადა რეგიონულ...
1769241901
ახალი ამბებიბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდ...
1769241806
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში
„ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლე...






























