დავით მათიკაშვილი: ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროკომისია და ევროპული, ცალკეული სტრუქტურები, ევროჩინოვნიკები საქართველოს და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ.
მათიკაშვილის შეფასებით, აქედანვე ძალიან კარგად ჩანს, რომ სამწუხაროდ, ევროჩინოსნებს აკლიათ სუვერენიტეტი და ისინი ევროკავშირის ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ.
„როდესაც ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს შესაბამის დასკვნას, სადაც 10-ბალიანი სისტემიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით 6.63, დაახლოებით 7 ქულამდე იღებს საქართველო და უსწრებს ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებზე აღარ არის საუბარი. საქართველო, ამ დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით, ოცეულშია ევროპაში. როდესაც ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების ესოდენ მაღალი შეფასება, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის თვალსაზრისით და მეორე ხელით, ევროკომისია და ევროპული, ცალკეული სტრუქტურები, ევროჩინოვნიკები საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრებიან და აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, იმ ფონზე, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და აგენტურა დააბრუნოს ხელისუფლებაში. აქედანვე ხომ ძალიან კარგად ჩანს, რომ სამწუხაროდ, დღეს, ევროჩინოსნებს აკლიათ სუვერენიტეტი და ისინი ევროკავშირის ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. ამ შეფასებით, საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
1755868214
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7068 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1755867038
ახალი ამბებიმაჭავარიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში
„სამარცხვინოა, რომ ქალბატონი ამაღლობელი მოხსენიებული ჰყავთ მაგალითად, პალესტინაში ისრაელის მძევლების გვერდით და ა.შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ჩაიდინა ქალბატონმა ამაღლობელმა, არსებობს ამისი ვიდე...
1755865135
ახალი ამბები„სანადირო თოფით თავში მიაყენა ჭრილობა“ - ცოლის მკვლელობის ფაქტზე 69 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემო...
1755863780
ახალი ამბებისაქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველო- სომხეთის საზღვართან 3.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
1755863329
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრამდე იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ არის. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფო...