23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე - რკინიგზის გზაგამტარზე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კილომეტრზე, რკინიგზის გზაგამტარზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ერთ ზოლზე შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი–ზაჰესის მიმართულებით ავტოტრანსპორტი დროებით გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (ველი)–გაჩიანი–რუსთავისა და გამარჯვება–რუსთავის საავტომობილო გზებზე, საიდანაც სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე კვლავ დაუკავშირდება თბილისის შემოვლით გზას.

ზაჰესი–რუსთავის მიმართულებით მოძრაობა სამუშაოების მიმდინარეობისას პირველ ეტაპზე მარჯვენა, ხოლო მეორე ეტაპზე მარცხენა ზოლზე განხორციელდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სთხოვს მოსახლეობას, იმოქმედოს საგზაო ნიშნების შესაბამისად და დაიცვას უსაფრთხოების წესები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755868934

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთსა და ეგვიპტეში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკა...

მიხეილ ყაველაშვილი

1755868214

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7068 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1755867038

ახალი ამბები

მაჭავარიანი „მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადებაზე: აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში

„სამარცხვინოა, რომ ქალბატონი ამაღლობელი მოხსენიებული ჰყავთ მაგალითად, პალესტინაში ისრაელის მძევლების გვერდით და ა.შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ჩაიდინა ქალბატონმა ამაღლობელმა, არსებობს ამისი ვიდე...

ლევან მაჭავარიანი

1755865135

ახალი ამბები

„სანადირო თოფით თავში მიაყენა ჭრილობა“ - ცოლის მკვლელობის ფაქტზე 69 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემო...

დაკავება, პოლიცია

1755863780

ახალი ამბები

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველო- სომხეთის საზღვართან 3.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველო