შალვა პაპუაშვილი: როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა

„როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება არის აკრედიტებული დიპლომატის მხრიდან მასპინძელ ქვეყანაში მმართველობით ფუნქციაში ჩარევა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლა.
„სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს მართლმსაჯულების აღსრულებას სასამართლოს მიერ! როდესაც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი, თავის თავს უფლებას აძლევს, მეორე სახელმწიფოში მოსამართლის როლი შეითავსოს და მტყუან-მართალი დაადგინოს, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს უპატივცემულობაა.
ყველას შევახსენებ, რომ საქართველოში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მოქმედებს სასამართლო ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებების სისწორე არაერთხელ დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, მათ შორის, ყველა იმ საქმეზე (რუსთავი 2, გვარამია, მელია, სააკაშვილი და ა.შ.), რომლებიც, ამ განცხადების მსგავსი ცილისმწამებლური თავდასხმის ობიექტი იყო.
ყველაფერთან ერთად, ეს განცხადება არის აკრედიტებული დიპლომატის მხრიდან მასპინძელ ქვეყანაში მმართველობით ფუნქციაში ჩარევა და მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ზეწოლა, რაც, თავის მხრივ, ვენის კონვენციის უხეში დარღვევა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დეზინფორმაციული ნარატივით თავს ესხმის ქართულ მმართველობასა და მართლმსაჯულებას.
შეგახსენებთ, რომ, დღემდე, არცერთი მონაწილე საელჩოსგან არ მოგვისმენია ბოდიში იმ ცილისმწამებლურ დემარშზე, რომლითაც, სააკაშვილის ვითომ მომაკვდავი მდგომარეობის გამო, მის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რეალურად კი, მის გათავისუფლებას, ითხოვდნენ. ის, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ეს დემარში, ქართული მმართველობის და მართლმსაჯულების მიმართ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური იყო, დემარშიდან ორ თვეში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2023 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1755865135
ახალი ამბები„სანადირო თოფით თავში მიაყენა ჭრილობა“ - ცოლის მკვლელობის ფაქტზე 69 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემო...
1755863780
ახალი ამბებისაქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველო- სომხეთის საზღვართან 3.8 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
1755863329
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ანჟერთან“ მატჩს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ანჟერთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრამდე იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც მატჩისთვის ემზადებიან, მაგრამ ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია არ არის. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფო...
1755861482
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭორაობის გარდა
„ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება ჭო...
1755860401
ახალი ამბებითბილისის მერია: მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაში შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება. აღნიშნული...