დავით მათიკაშვილი: გადარჩენილები ვართ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა, პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო
„კაია კალასმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის დასკვნა კარგად წაიკითხოს და გაარკვიოს, რა მოხდა. ქართველმა ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, ვინც სურდა. შესაბამისად, ქართველ ხალხს ვინმე თუ სცემს პატივს, პირველ რიგში, იმ ხელისუფლების მიმართ უნდა გამოხატოს პატივისცემა, ვინც ქართველმა ხალხმა აირჩია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აღარ ჭრის შირმა, ქართველი ხალხი მოატყუონ მაშინ, როცა სხვა მიზნები ამოძრავებთ.
„ქართველი ხალხი ამ ყველაფერს აღარ იჯერებს, რადგან სიმართლე აბსოლუტურად სხვაგანაა. რაც შეეხება ბრიუსელს, ბრიუსელის ინტერესები მათ საწინააღმდეგოდ რომ რეალიზდება, ეს კარგად ჩანს ევროკავშირის ეკონომიკურ მოცემულობასთან დაკავშირებით. ბრიუსელში საპროტესტო აქციები იმართება და ფერმერების ნასროლი კარტოფილები მთელმა მსოფლიომ იხილა. კარგი იქნება, კაია კალასი თუ უპასუხებს კითხვებს, რატომ აქვთ პროტესტი, პასუხი გასცეს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა სურვილიცაა ევროკავშირში გაერთიანება. დიდ პოლიტიკურ რუკაზე საქართველოსთან მიმართებით რა ინტერესი ჰქონდა ბრიუსელის ევროჩინოსნებს, რომლებიც არაფორმალური მმართველობის ქვეშ არიან, კარგად ჩანს იგივე დამოკიდებულებით, რაც ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებით, თუ როგორი წაქეზება იყო. ომში ევროკავშირის არცერთი ქვეყნის ჯარისკაცი არ იბრძოდა, ყველაფერი უკრაინელებს შეატოვეს. ეს ყველაფერი როგორ დასრულდა, კარგად ჩანს. საქართველოსთან მიმართებით ანალოგი რომ გავაკეთოთ, გადარჩენილები ვართ იმ უბედურებას, რაც უკრაინაში დატრიალდა. მიზეზია ის, რომ პატრიოტმა ხელისუფლებამ არ დაუშვა, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1766133437
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გათავისუფლე...
1766132386
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მაკრონის განცხადებაზე: ვისაც დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებდა და თუ ვინმეს ეს არარეალურად მიაჩნდა, ის „რუსეთუმე“ იყო, დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პუტინთან ხელახლა ურთიერთობას ევროპისთვის „სასარგებლო“...
1766131231
მსოფლიოაშშ-მა „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით „მწვანე ბარათების“ გათამაშება შეაჩერა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ნოემის თქმით, ეს...
1766129750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საშემოდგომო, ისევე, როგორც საგაზაფხულო სესია და წელიც, იყო ძალიან ნაყოფიერი საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საშემოდგომო სესია შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლითაც საკანონმდებლო საქმიანობა განხორციელდა. „საშემოდგომო და ისევე, რო...
1766129563
ახალი ამბებისაკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს. ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-...































