დავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენე ქვეყანაა სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ ორმაგი სტანდარტის შესახებ დისკუსიის მიზეზი ხდება. ხუთი წლის წინ, როდესაც საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ბრიუსელისგან მწვავე კრიტიკა, პოლიტიკური განცხადებები და რეზოლუციები მოჰყვა.

ევროკავშირის წარმომადგენლები დღესაც ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან კანონის გაუქმებას, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დღის წესრიგში დგება მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვების დაწესების საკითხი.

ამის მაგალითია სლოვენია, სადაც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეზღუდვას გეგმავენ. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბრიუსელის მიკერძოებულ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით.

„მერამდენე ქვეყანაა უკვე სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს სწორედ გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან, უცხო ინტერვენციებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია. ეს მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა მაშინ, როცა საქართველო იღებდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, აკრიტიკებდა მას და ამ კანონს რუსულს უწოდებდა.

დღეს ზუსტად იგივე ფორმატის, იგივე დაცვითი მექანიზმის მქონე კანონმდებლობას იღებენ საკუთარი ქვეყნებისთვის, დარწმუნდნენ რა, რომ სწორედ ეს კანონმდებლობა წარმოადგენს უცხო ჩარევებისგან, შავი ფულის შემოდინებისგან, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის გამოყენებით პოლიტიკაში ფულის ჩასხმისგან დამცავ სახელმწიფო მექანიზმს“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794947267

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ჩავიდა - ისგი სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შეხვდება

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის“ (APEC) ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩავიდა“, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. არსებული ცნობებით...

ვლადიმერ პუტინი

1794942839

მსოფლიო

საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონის სკოლებთან მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა

„საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის საშუალო სკოლებში მომხდარი ინციდენტების შედეგად სამი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Le Monde რეგიონული ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ო...

საფრანგეთის ილ-დე-ფრანსი

1794941140

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს უკრაინის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მთავარმა მწვრთ...

საქართველოს ნაკრები

1794937440

ახალი ამბები

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის...

პროკურატურაპროკურატურა

1794935194

ახალი ამბები

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ხაშურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ქართლის ამბების“ ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის...

ყვითელი ლენტი