კახა კალაძე: ჩვენ ვიბრძვით ევროპული მომავლისა და ღირებულებებისთვის, ხოლო ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ევროპული ღირებულებებისგან დაცლილია.
„მსგავსი განცხადებები არის ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი. პირველ რიგში, ჩრდილს აყენებს ევროპულ გზას. ასეთი ფაქტები მიუთითებს იმაზე, თუ რა დღეშია ევროპული ბიუროკრატია. ბრეიზას განცხადებაც ნათელი მაგალითია, თუ როგორ ხდება ზოგადად იარლიყების მიკერება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა - ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ. შეფუთული იყო ვითომ რაღაც ლობიზმით. რეალურად კი აღებ-მიცემობას ჰქონდა ადგილი. მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ჩვენ რისთვის ვიბრძვით, როდესაც ევროპულ მომავალსა და ღირებულებებზე ვსაუბრობთ?! სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1779090808
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ
მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხე...
1779088484
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...
1779088108
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...
1779086730
ახალი ამბებისაქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...
1779086001
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...































