დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს
პრობლემა დიდი ხანია, არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში ხდება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სუროგაციის აკრძალვის შესახებ საუბრისას.
მისი შეფასებით, სუროგაციისას ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც ექსპლუატაციას უტოლდება. დეკანოზმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ჩვილების გაშვილებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესია მიესალმება სუროგაციის სრულ აკრძალვას.
„ისეთი სამწუხარო ფაქტები,როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება. ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი. დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელია სხვანაირად, სუროგაცია ამას არ შველის“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
1795429893
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია. მაჭავარიანის თქმით, მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არსე...
1795429064
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს იღებს, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია
ძალიან მნიშვნელოვანია სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დ...
1795427948
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბიშვილი დაიბრალებს ლიდერობას, გვარამია, თუ სააკაშვილი, მათ მიმართ ხალხის ნდობა განულებულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია მთლიანად აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის იმედად არის დარჩენილი. ყველაზე „რეიტინგული“ ფიგურა ჰყავთ სალომე ზურ...
1795426674
საზოგადოებაპაატა ჟორჟოლიანი: როგორც მეან-გინეკოლოგი, სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ! ეს არის მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია
„როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი. როგორც ის აღნიშნავს, მისი პოზიცია არ ა...
1795423792
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა
ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე, - განაცხად...





























