შიო მესამე: უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად, არ შეგვეშინდეს ამ გზაზე წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების, გახსოვდეთ, თუ გვსურს ქრისტიანობა, მზად უნდა ვიყოთ ყოველგვარი ღვაწლისთვის
„გილოცავთ ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელ დღესასწაულს – გიორგობას. დღეს ჩვენ დიდი სიხარული გვაქვს, რადგან გადავწყვიტეთ, გიორგობა აღგვენიშნა ამ წმინდა მონასტერში, წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც დაკრძალულია მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო და წმინდა გიორგისთან ერთად ამით გვედიდებინა წმინდა ნინოც, თაყვანი გვეცა მათთვის, ორივესთვის“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, გადმოცემით ცნობილია, რომ წმინდა ნინოს ჰქონდა განსაკუთრებული სიყვარული და სასოება წმინდა გიორგისადმი.
„მოგეხსენებათ, ისინი ხორციელი ნათესავებიც იყვნენ, გარდა დიდი სულიერი კავშირისა და ნათესაობისა. ამას ადასტურებს ის, რომ წმინდა მოციქულთა სწორმა მეფე მირიანმა წმინდა ნინოს საფლავზე სწორედ წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი ააშენა. ასე რომ, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს წმინდა დიდმოწამე გიორგი და მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ მოწამეთა ღვაწლზე, განსაკუთრებით წმინდა გიორგის დიდებულ ღვაწლზე. ამ ცხოვრებაში, როგორც წესი, ჭკვიან და პრაქტიკულ ადამიანად თვლიან ისეთს, ვინც მის წინაშე არსებული შესაძლებლობიდან ირჩევს ყველაზე ხელსაყრელს მისთვის. ასეთი ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც მიწიური კეთილდღეობაა მთავარი ფასეულობა, გაუგებარია და მიუღებელი წმინდა გიორგის და სხვა წმინდანების არჩევანი.
წმინდა გიორგის წინაშე, ისევე, როგორც სხვა დიდი მოწამეების წინაშე, იყო ყოველგვარი ამქვეყნიური კეთილდღეობა და შესაძლებლობები. იგი ძალიან წარჩინებული იყო მეფის კარზე და ამქვეყნიური კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს მათი არჩევანი იყო არასწორი. ამ კეთილდღეობის თვალსაზრისით, თითქოს არც იყო არჩევანი გასაკეთებელი, აჯობებდა სიცოცხლის შენარჩუნება და ამ სიკეთეებით სარგებლობა, მაგრამ წმინდა გიორგიმ და სხვა მოწამეებმა სხვა არჩევანი გააკეთეს.
მეორე მხრივ, მათ წინაშე იყო საშინელი ტანჯვა და სიკვდილი ქრისტესთვის, ქრისტეს ერთგულებისთვის. მათ ეს არჩევანი გააკეთეს და სულიერი თვალსაზრისით, მარადისობის თვალსაზრისით, ისინი ბევრად გონიერნი აღმოჩნდნენ მათ მტანჯველებზე, რადგან აირჩიეს დროებითი ტანჯვა იმისთვის, რომ მარადიულად ღმერთთან, უფალ იესო ქრისტესთან ერთად გაეხარათ. მართლაც საშინელი იყო ის ტანჯვა, რომელიც მათ დაითმინეს. დღეს ბორბალზე წამების დღეა, როგორც იცით, წმინდა გიორგის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ამ წამებას ითმენდნენ, იტანდნენ ღვთის შეწევნით. როგორც ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, მისი წამების ყველაზე მძიმე წუთებში მას ხმა მოესმა ზეციდან: „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ“. ეს უთხრა მას თვით უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც გამოეცხადა.
დღეს ჩვენ, მადლობა ღმერთს, არ მოგვეთხოვება ასეთი სახის სისხლიანი მოწამეობა, რადგან არავინ გვემუქრება სიკვდილით, ქრისტეს ერთგულების გამო, მაგრამ არც დღეს არის იოლი, იყო ნამდვილი ქრისტიანი, რადგან ვისაც სურს ქრისტიანული ცხოვრება, ის აწყდება ბევრ წინააღმდეგობას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, დევნას ამ წუთისოფლისგან და ეს ამასოფლიური ცხოვრება იმდენად დაშორდა ნამდვილ სულიერებას, ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსაც შორდება ეს წუთისოფელი, რომ ვერ გუობს და განაგდებს თავისგან ადამიანს, რომელიც მიისწრაფვის უფლისკენ და სულიერებისკენ.
მაგრამ უფალმა ბრძანა: „ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“. ეს უარყოფა ღვთისა ისეთი მძიმე ცოდვაა, რომ ამის ჩამდენ ადამიანს ამ უარყოფის მარადიულ ბეჭედს ასვამს, თუ არ მოინანიებს და არ გამოსწორდება ასეთი ადამიანი.
ასე რომ, ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ქრისტიანულად და არ შეგვეშინდეს არანაირი წინააღმდეგობის, შეურაცხყოფების, თუ სირთულის ამ გზაზე, რადგან გახსოვდეთ, თუ ჩვენ გვსურს ქრისტიანობა, უფალთან ყოფნა და სულის გადარჩენა, მზად უნდა ვიყო ყოველგვარი ღვაწლისთვის. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე გამოცხადების წიგნში: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მე მოგცემ შენ ცხოვრების გვირგვინს“.
ასეთი ერთგული იყო წმინდა დიდმოწამე გიორგი ღვთისა, ასეთი ერთგული იყო წმინდა მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, ასეთი ერთგულები იყვნენ ჩვენი დიდი წინაპრები.
ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი ერთგული ღვთისა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელსაც ჩვენ ასევე დღეს განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენიებთ. ასეთ ერთგულებას მოელის დღეს ჩვენგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წმინდა გიორგის და წმინდა ნინოს ლოცვით შეგვაძლებინოს ღმერთმა ასეთი მსახურება და ერთგულება ღვთისა“, – განაცხადა შიო მესამემ.
1795429893
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია. მაჭავარიანის თქმით, მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არსე...
1795429064
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ძალიან გაგვიხარდა, რომ სახელმწიფო სუროგაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს იღებს, სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია
ძალიან მნიშვნელოვანია სუროგაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დ...
1795427948
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბიშვილი დაიბრალებს ლიდერობას, გვარამია, თუ სააკაშვილი, მათ მიმართ ხალხის ნდობა განულებულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უმძიმეს მდგომარეობაშია მთლიანად აგენტურული ოპოზიცია, რომელიც ზურაბიშვილის იმედად არის დარჩენილი. ყველაზე „რეიტინგული“ ფიგურა ჰყავთ სალომე ზურ...
1795426674
საზოგადოებაპაატა ჟორჟოლიანი: როგორც მეან-გინეკოლოგი, სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ! ეს არის მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკით, მძიმე კლინიკური შემთხვევებითა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის პროფესიული პასუხისმგებლობით ჩამოყალიბებული პოზიცია
„როგორც ექიმი და მეან-გინეკოლოგი, ღიად ვაცხადებ: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ!“ - წერს სოციალურ ქსელში მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი. როგორც ის აღნიშნავს, მისი პოზიცია არ ა...
1795423792
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა
ის რაღაც სიკეთე, რომელზეც შეიძლება ვინმე საუბრობდეს ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც ზოგადად სუროგაციის, ხშირ შემთხვევაში, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე, - განაცხად...





























