დღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება

დღეს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.

ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.

წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.

ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.

RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.

ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

RAF Georgia 11 ივლისს 20:00 საათზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია, ტელეკომპანია „იმედი“.

ღონისძიებას პირდაპირ ეთერში 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783715020

ახალი ამბები

აშშ-ირანის დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გადაკვეთა

MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გაიარა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორმხრივი საჰაერო დარტყმები განახლდა. წერს CNN. მონაცემე...

ჰორმუზის სრუტე

1783710812

ახალი ამბები

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზ...

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია

1783709840

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი

„მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი“, - განაცხადა „დღის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1783708144

ახალი ამბები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძეა

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ დაკავებული ბექა ჭულუხა...

ბექა ჭულუხაძეა

1783705001

ახალი ამბები

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა დ...

სუსი