შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს

ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან.

მისი თქმით, ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითია, რომ თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა.

„ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს.

გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც, სინამდვილეში, პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან.

როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს, საკუთარ დანაშაულს „კეთილშობილური“ გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხან - სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა.

ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი, თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი - საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ.

ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენს თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია:

▪️ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა,

▪️შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა,

▪️მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ანუ სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა,

▪️ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას, უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას.

როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს.

ასე რომ, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად, მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვისაც გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783715020

ახალი ამბები

აშშ-ირანის დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გადაკვეთა

MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გაიარა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორმხრივი საჰაერო დარტყმები განახლდა. წერს CNN. მონაცემე...

ჰორმუზის სრუტე

1783710812

ახალი ამბები

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის „მსოფლიოს თასზე“ ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი ასპარეზ...

ალექსანდრე წივწივაძე „მსოფლიო თასის“ ვიცე-ჩემპიონია

1783709840

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი

„მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი“, - განაცხადა „დღის...

ირაკლი ქადაგიშვილი

1783708144

ახალი ამბები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ბექა ჭულუხაძეა

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის გამშვებ პუნქტებს შორის ნეიტრალურ ზონაზე, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სუს-ის მიერ დაკავებული ბექა ჭულუხა...

ბექა ჭულუხაძეა

1783705001

ახალი ამბები

სუს-მა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა დ...

სუსი