დღეს თამარობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.
თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყნის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.
თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.
1778691967
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრეზენტაციას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას თანაავტორობით გამოცემული წიგნის - „XIX საუკუნის საქართველო ევროპული სამართლებრივი კულტურის მაგისტრალზე“ - პრ...
1778688125
ახალი ამბები14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია–სუფსის საავტომობილო გზაზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს....
1778686196
ახალი ამბები„LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას“ - ევროკომისია კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის პირობას დებს
ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ - ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციე...
1778684404
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატ...
1778683373
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ადმინისტრაციის განმარტე...































