დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩაზე არსებულ 8 280 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჩატარდება.

„საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე საჯარო სკოლის წინ, 8 280 კვ.მ ფართობზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყობა საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ტერიტორია გამწვანდება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე არსებული საფეხბურთო მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება. სკვერი აღიჭურვება ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე, ბილიკის მეშვეობით დაუკავშირდება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N1-ში გასულ წელს მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს.

„არეალების დაკავშირებით საკმაოდ დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა. ზოგადად სასიამოვნოა ასეთი სივრცეების არსებობა, რაც ქალაქს ძალიან უხდება და სჭირდება. მიხარია, რომ ჩვენ არამხოლოდ რაიონების, არამედ უბნების დონეებში შევდივართ და მსგავსი ტიპის პროექტებს ვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770799071

მსოფლიო

ორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა

„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ....

ორბანი

1770797795

ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...

თბილისის მერია

1770797048

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა

ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფ...

შალვა პაპუაშვილი

1770796248

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან გააიგივა, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება

ევროკავშირის დროშა სადაც არის ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის ს...

შალვა პაპუაშვილი

1770795844

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს

ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, საიდანაც გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - განაცხადა საქართველოს პ...

შალვა პაპუაშვილი