შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა

ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფრთხოების თვალსაზრისით, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის ვიზიტს აშშ-ში.

პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვამბობდით კიდევაც, რომ საქმიანი ურთიერთობა სხვადასხვა უწყებას შორის გრძელდება. ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაც. რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომელიც უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა დღეს არსებული გლობალური გამოწვევების და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს, რომ აიცილოს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება. ასე რომ, საქმიანი და სამსახურებრივი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770799071

მსოფლიო

ორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა

„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ....

ორბანი

1770797795

ახალი ამბები

გლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...

თბილისის მერია

1770796985

ახალი ამბები

დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პ...

კახა კალაძე

1770796248

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან გააიგივა, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება

ევროკავშირის დროშა სადაც არის ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის ს...

შალვა პაპუაშვილი

1770795844

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს

ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, საიდანაც გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, - განაცხადა საქართველოს პ...

შალვა პაპუაშვილი