დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში ნიღბების ტარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნოტინგემში ნიღბების ტარებაზე ახალი შეზღუდვები წესდება. 15 სექტემბრიდან სახის დაფარვა უკანონო გახდება. თუ პოლიციელი ივარაუდებს, რომ სახის დაფარვის მიზანი ვინაობის დამალვა, ან დანაშაულის ჩადენაა, სამართალდამცველს უფლება ექნება, მოქალაქეს ნიღბის მოხსნა მოსთხოვოს. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 70 ფუნტი იქნება, სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში კი 1 000 ფუნტამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახის დაფარვა რელიგიური კუთვნილების მიზეზით არის განპირობებული.

საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილება ბოლო ერთ წელიწადში დაფიქსირებულ 180-ზე მეტ ინციდენტს უკავშირდება, სამართალდამრღვევები საკუთარი იდენტობის დასამალად სწორედ მსგავს ნიღბებს იყენებდნენ - მათ შორისაა გასული წლის ნოემბერში საშობაო ბაზრობაზე ცივი იარაღით მომხდარი დაპირისპირებაც. მსგავსი აკრძალვები ბრიტანეთის სხვა ქალაქებში და ლონდონის ცალკეულ რაიონებში უკვე მოქმედებს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788944838

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, არის იმის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს

„ის, რომ 2022 წელს საქართველოს ჩათრევა ვერ შეძლეს რუსეთთან ხელახლა სამხედრო დაპირისპირებაში, მათ შორის არის ამ კონსტრუქციის შედეგი, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასწარ კარგად ხედავს საკითხებს“, - განუცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1788942019

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 10-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. რაც...

ზოგადი

1788941699

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს. ინფორმ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1788941342

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვებს ბადებს

„ყველაფერი ფასდება საქმეებით. როდესაც საქმეები ხელს უწყობს, ახალისებს, ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ რა თქმა უნდა, ეს საქმეები კითხვე...

შალვა პაპუაშვილი

1788940784

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: თბილისში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ცვლილება არა „წარუმატებელი დროებითი რწმუნებულის ჩანაცვლება“, არამედ დიპლომატიური გუნდის გაძლიერებაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე განხორციელებულ ცვლილებას ეხმიანება. მისი თქმით, ემი დიასის დროებით რწმუნებულად დანიშვნიდან დაახლოებ...

დავით ქართველიშვილი