ლევან მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა

14 წელია, მთელი სანაცეთი გაგიჟებული ცდილობს, რომ რამე ჭორს მაინც მიაგნონ და ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია თავიანთი „ბაბლისთვის“, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამხელა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა, თუმცა უშედეგოდ, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რითაც ნიკა გვარამიას სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ არ არსებობს ბიზნესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ლეგალურად დაიწყო და წარმატება ჰქონოდა.

მაჭავარიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანი სიდიდის ინვესტიციები აქვს განხორციელებული, რაც მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ქვეყნისთვის განსაკუთრებული ხარისხის პროექტები შეექმნა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

„განსაკუთრებული და მრავალმხრივი ნიჭია საჭირო, იმისათვის, რომ რამდენიმე მილიარდიანი ქონება რუსეთში ბიზნესით დააგროვო, შეინარჩუნო და დასავლეთში გადაიტანო. მით უმეტეს, როდესაც ასეთი მასშტაბის ბიზნესებს ისე აშენებ, რომ ერთი კითხვის ნიშანსაც არ აჩენ პატიოსნებასა და წესიერებაზე. 14 წელია, მთელი სანაცეთი გაგიჟებული ცდილობს, რომ რამე ჭორს მაინც მიაგნონ და ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია თავიანთი „ბაბლისთვის“, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამხელა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა, თუმცა უშედეგოდ. იმდენად მორალურად, სწორად და პატიოსნად მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა წარმატების მიღწევა, რომ ნაცებსაც კი არ გამოსდით ამ სიმართლესთან დაპირისპირება. რაც შეეხება საქართველოს, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს სამშობლოში ფინანსურ მოგებას არ ნახულობს. იგი მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული, რისი მასშტაბებიც უპრეცედენტოა, ხოლო ბიზნესპროექტებში, რომელიც მისი განხორციელებულია (მაგალითად, სასტუმრო „პარაგრაფი“ თბილისში, თაბორსა და შეკვეთილში, „ბლექ სი არენა“ და ა.შ.), კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანი სიდიდის ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ხარისხის პროექტები შეექმნა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. ასევე, მისი „ბიზნესსაქმიანობა“ იმასაც ემსახურება, რომ დამატებითი სტიმული და მოტივაცია მისცეს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად“, - წერს მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773481000

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ავტორი არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირი

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და ჩვენ გვახსოვს მისი მხრიდან არაერთი არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - განაცხადა „ხალხის...

 დიმიტრი ხუნდაძე

1773479196

ახალი ამბები

ზელენსკი პარიზში ირანის შაჰის შვილს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ირანის ბოლო შაჰის შვილს და ოპოზიციის წარმომადგენელს, რეზა ფეხლევის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ X-ში დაწერა, რომ უკრაინას სურს, რომ „იხილოს თავისუფ...

ზელენსკი პარიზში ირანის შაჰის შვილს შეხვდა

1773477933

ახალი ამბები

მაჭავარიანი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს - ყველაფერი უკვე დაწერილი იყო, ფორმალობა იყო ჩამოსვლა და გაავრცელა ის ტექსტი, რომელიც ევრობიუროკრატებს აწყობდათ

ჩვენ არაფერი ახალი გვიხილავს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას. მისი თქმით...

ლევან მაჭავარიანი

1773476194

ახალი ამბები

მცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა....

დაკავება, პოლიცია

1773474189

მსოფლიო

ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, საელჩოს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც...

 სარაკეტო იერიში