ირაკლი კობახიძე: ფასების შემცირება რომ გვინდა, ამას ობიექტური საფუძველი რომ აქვს, ეს ეჭვქვეშ ვერ დადგება ვერავის მხრიდან, მათ შორის, ვერც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან

ფასების შემცირება რომ გვინდა, ამას ობიექტური საფუძველი რომ აქვს, ეს ეჭვქვეშ ვერ დადგება ვერავის მხრიდან, მათ შორის, ვერც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა და იყო პროდუქტიული.

„პირველი შეხვედრა, რაც შედგა ქსელებთან, ძალიან კონსტრუქციულად წარიმართა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივი და მოტივაცია ესმით მათ ძალიან კარგად, ფასების შემცირება რომ გვინდა, ამას ობიექტური საფუძველი რომ აქვს, ეს ეჭვქვეშ ვერ დადგება ვერავის მხრიდან, მათ შორის, ვერც სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, პროდუქტიული იყო, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვცა.

საბოლოო ჯამში, როცა ყველა შეხვედრა შედგება ამ 2 კვირის განმავლობაში, მერე უკვე გვექნება იმის საშუალებაც, რომ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთობლივადაც შევიკრიბოთ იმისათვის, რომ შევაჯეროთ პოზიციები. სწრაფად წარიმართება ეს პროცესი.

ჩვენ თვის ბოლომდე უკვე ვგეგმავთ ჩვენს ნაწილში ამ პროცესის დასრულებას, ვგულისხმობ შეხვედრებს, შემდეგ გაგრძელდება ანალიზი და უკვე თებერვლის დასაწყისიდან, როდესაც სესია დაიწყება პარლამენტში, იქაც წარიმართება შესაბამისი სამუშაო პროცესი კომისიის ფორმატში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115421

ახალი ამბები

შსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა

სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე