ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროდუქციაზე ჯამური ფასნამატი არის 86%, აქედან 44% მოდის დისტრიბუციაზე და დაახლოებით 28% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დაჯამებით ადის 86%-მდე.

„ასევე განსხვავდება მარჟები თავად მარკეტებს შორის, დისტრიბუტორებს შორის. ეს არის სპეციფიკა. ჯამურად ეს არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ დიდია სხვაობა ევროპულ ფასებთან. მაგალითად, ჩვენ რომ შევისწავლეთ ევროპაში ფასნამატის წარმოქმნა, დაახლოებით 20%-დან 30%-მდე მერყეობს საბითუმოდან თაროს ფასამდე სხვაობა.

ჩვენს შემთხვევაში ამას ტრანსპორტირება ემატება, თუმცა მთლიანობაში 86 პროცენტი მაინც ბევრად მეტია, ვიდრე იგივე გერმანული მარკეტების შემთხვევაში, თან ამას ემატება ის, რომ გერმანიაში იჯარის ფასიც უფრო ძვირია, ხელფასები უფრო მაღალია, ეს ბუნებრივია, განაპირობებს უფრო მაღალ ხარჯებს ქსელური მარკეტებისთვის.

ამ პირობებშიც კი, 20-დან 30%-მდე მერყეობს ფასნამატი, ამიტომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ არის სივრცე ფასნამატის შემცირებისთვის და შესაბამისად, ფასების დაკლებისთვის. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მე არ ვიცი, რით შეიძლება აიხსნას - კონკრეტული პროდუქტი ავიღოთ, კონკრეტული სახეობის ბრინჯი, რომელიც ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტულ ქსელში ღირს 4 ლარზე ნაკლები და ზუსტად იგივე პროდუქტი საქართველოში იგივე ქსელში ღირს თითქმის 11 ლარი, ანუ თითქმის სამმაგია სხვაობა ფასებს შორის.

ჩემთვის ცოტა რთული ასახსნელია, თუმცა ამასაც ჩავეძიებით და დავადგენთ რამდენად არის ეს ყველაფერი ლოგიკური. ასევე, ერთი საინტერესო დეტალია, რომ ხშირად პრეტენზიებს გამოხატავენ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ერთმანეთის მიმართაც, მაგალითად ქსელების წარმომადგენლები დისტრიბუტორების მიმართ, დისტრიბუტორები ქსელების მიმართ, მწარმოებლები ქსელების, დისტრიბუტორების მიმართ და ა.შ. ესეც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო კარგად ჩავეძიოთ პრობლემის არსს.

მე ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება უშუალოდ დააკვირდეს იმ დისკუსიებს, რომლებიც სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართება. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ ამ პროცესის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროცესი აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აპრილის ბოლომდე გვინდა, დაველოდოთ ფასების შემცირებას. იმედი გვაქვს, რომ გზადაგზა მანამდეც მივაღწევთ შედეგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769115421

ახალი ამბები

შსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა

სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1769115207

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...

ირაკლი კობახიძე

1769114639

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1769113729

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...

ირაკლი კობახიძე

1769113665

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...

ირაკლი კობახიძე