ირაკლი კობახიძე: ვიღაც პირდაპირ ცდილობს, აერიდოს დებატებს, ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ
ვიღაც პირდაპირ ცდილობს აერიდოს დებატებს და ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის დავალებაა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს.
„ვიღაც პირდაპირ ცდილობს აერიდოს დებატებს და ვიღაც ირიბი მეთოდებით ცდილობს, რომ თავიდან აირიდოს დისკუსია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ულტიმატუმების დაყენება და ა.შ. რაც, თავისთავად, კიდევ ერთხელ არის იმ ყველაფრის ლუსტრაცია, რაზეც ჩემს განცხადებაში იყო საუბარი.
მათი დავალებაა, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს თემებთან დაკავშირებით და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა პოლარიზაცია და სიძულვილი გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, ესაა მათი დავალება. ვისაც ეს დავალება არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, დანარჩენი დეტალები, ბუნებრივია, დაზუსტდება ახლო მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
1769115421
ახალი ამბებიშსს: მოპედის მძღოლმა მანევრირების წესი დაარღვია და საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააჯარიმა
სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლის მიერ დაწერილი პოსტი ვრცელდება, სადაც მოქალაქე წერს, რომ მოპედით წაიქცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად exclusivetv.ge შს სამინისტროს პ...
1769115207
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს, პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში, პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, - ამის შესახებ საქარ...
1769114639
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება
ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ - ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1769113729
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას
ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სას...
1769113665
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით
ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღები...






























