ეკატერინა ივანიშვილის მიმართვა ეკა კუპატაძეს: მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს

„მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, - აღნიშნულია ეკატერინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც ის შვილმოკლულ დედას ეკა კუპატაძეს მიმართავს.

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონო ეკა,

მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.

რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, - აღნიშნავს ეკატერინა ივანიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782814013

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო. მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავ...

კახა კალაძე

1782812810

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში

„ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა. ამას ვაკვირდებით დღეს ოპოზიციის აგენტურულ ჯგუფებში“, – ამის შესახებ პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1782811287

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალურივიზიტით იმყოფებ...

დავით სონღულაშვილი

1782809898

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში

მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და, რაც მთავარია, ღიად, ყოველგვარი დახურული თემისა, თუ საკითხის გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მ...

შალვა პაპუაშვილი

1782809502

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას

ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხარ...

შალვა პაპუაშვილ