კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო.

მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავლობაში გარედან არის თავსმოხვეული, უნდა დასრულდეს.

„ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ინიციატივა, რადგან სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ. წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ამ შედეგებამდე მივსულიყავით. შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ამ ყველაფრის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს ზომიერად, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფით. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ხდება, როგორი სტატუსები იწერება, როგორი კომენტარები კეთდება სოციალურ ქსელში. მგონია, რომ დროული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782811287

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალურივიზიტით იმყოფებ...

დავით სონღულაშვილი

1782809898

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში

მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და, რაც მთავარია, ღიად, ყოველგვარი დახურული თემისა, თუ საკითხის გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მ...

შალვა პაპუაშვილი

1782809502

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას

ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხარ...

შალვა პაპუაშვილ

1782808173

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა – პეტერ ფიშერმა დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა, მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს

„პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პ...

ირაკლი ზარქუა

1782807123

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია, იმედის მომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი

„დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხო...

შალვა პაპუაშვილი