შალვა პაპუაშვილი: ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას
ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩის პირობებში გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამოსწორების ახალი ეტაპი დაიწყება.
„ვნახეთ, რომ ის არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს დაემშვიდობა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც მის ელჩობას თან ახლდა. ამ ნაბიჯითაც მან საკუთარი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, ქართველი ხალხის ისტორიის და სუვერენიტეტის მიმართ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ აქვს სრული უპატივცემულობა.
რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხაროა და ეს არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანმა მოახერხა და 3 წელიწადში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია. იმედი მაქვს, რომ მისი წასვლა იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის გამოსწორების დასაწყისის საფუძველი.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, თუ რამხელა მადლიერება არის ქართველ ხალხში გერმანიის სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც დამოუკიდებლობის დღეების პირველივე დღეებიდან გვერდში დაუდგა საქართველოს. ჩვენ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის და ჰანს გენშერის განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც განაპირობა ქვეყნებს შორის სწრაფი პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. სამწუხაროდ, ეს მემკვიდრეობა, რომელიც გენშერის დროიდან მოსდგამდა გერმანიას, ბატონმა პეტერმა სამ წელიწადში დაანგრია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1782806690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი, ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები
„გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითა...
1782804710
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამარ...
1782803824
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ილონ მასკი, დონალდ ტრამპი და სხვა ევროპელი თუ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც ღიად ამბობენ, რომ რუსეთ-უკრაინაში პროქსი-ომი მიმდინარეობს - ეს ის მოცემულობაა, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს პროქსი ომად აფასებენ არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ამ...
1782802874
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავ...
1782802754
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პორტი რეგიონისა და ზოგადად შუა დერეფნისთვის
„ყაზახეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მზარდია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ყაზა...































