დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური
ვიზიტით იმყოფება.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი ამ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„კიდევ უფრო გააქტიურდება ეკონომიკური თანამშრომლობა და გაღრმავდება საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირები. ეს აისახება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინვესტიციების სფეროებში. საერთო ჯამში, ეს პროცესი ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
1782809502
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას
ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხარ...
1782808173
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა – პეტერ ფიშერმა დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა, მისია არც გაუგრძელეს და ისე დაამთავრებინეს კარიერა, მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს
„პეტერ ფიშერმა საქართველოში თავისი მისია ამოწურა, დიპლომატიურ სამსახურს თავი ვერ გაართვა. მას შეეძლო, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური და პ...
1782807123
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია, იმედის მომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი
„დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხო...
1782806690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი, ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები
„გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითა...
1782804710
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ყაზახეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობას
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ყაზახეთში გამარ...































