ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში.

საუბარი შეეხო „მწვანე ენერგიის დერეფანს“, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის 4000 მგვტ სიმძლავრის ელექტროგადამცემი პროექტის განვითარებასა და სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში განახლებადი ენერგიის ექსპორტს ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე განიხილეს აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ბულგარეთის ელექტროენერგიის დერეფნის ინიციატივა, რომლის განხორციელებაზეც მუშაობა 2025 წელს დაიწყო და სრულად სახმელეთო „მწვანე დერეფნის“ სახით განვითარდება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფას.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი, ასევე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790773987

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6047 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1790772750

საზოგადოება

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვა...

 პაატა კვიჟინაძე

1790771365

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: ძნელად წარმომიდგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა დათმონ თავიანთი ვეტოს უფლება, თუმცა, თუ სხვადასხვა მიზეზით აიძულეს სახელმწიფოები ამ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლაზე

ძნელად წარმომიდგენია, რომ წევრმა ქვეყნებმა დათმონ თავიანთი ვეტოს უფლება, თუმცა, თუ სხვადასხვა მიზეზით აიძულეს სახელმწიფოები ამ მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლაზე, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყ...

ლევან მახაშვილი

1790770264

მსოფლიო

ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა

ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელ...

ისრაელის ფინანსთა მინისტრი

1790769837

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც...

დავით ქართველიშვილი