ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ წარადგინა.

ცვლილებები სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. კერძოდ:

◾სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 20 000 ლარით;

◾სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 10 000 ლარით;

◾აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 10 000 ლარით;

◾აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 10 000 ლარით;

◾ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 20 000 ლარით.

სხდომაზე ასევე განიხილეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.

მომხსენებლის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განმარტებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის დაფინანსებას უკავშირდება და ცვლილება სესხის დახურვის ვადის გადაწევას შეეხება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში სესხის დახურვის ვადა 2025 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778231443

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1778229985

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს

მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ ურთიერთობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან....

შალვა პაპუაშვილი

1778228685

ახალი ამბები

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილი...

ამინდი

1778227858

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კლოდიანა სპახიუს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ალბანური მხარის მიმართ ალბანეთის მთავარე...

შალვა პაპუაშვილი

1778227193

ახალი ამბები

შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზ...

შეხვედრა ახალგაზრდებთან