შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კლოდიანა სპახიუს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ალბანური მხარის მიმართ ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმარზე ჩამოსვლისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ფარგლებში. აღინიშნა ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მისწრაფება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირსა და ნატოსთან.
შეხვედრა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მიმდინარე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტის ფარგლებში შედგა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ხელმძღვანელობს, მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი.
1778224668
ახალი ამბებიმეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სა...
1778224594
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა
„ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ...
1778224554
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალადობის წაყრუების მძიმე შედეგები 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა
ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადი...
1778223331
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პერჩინსკის - გასულ წელს, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...
1778222908
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორებმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება
რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. „საქართველოს საჰაერო დერეფანში ავიაგადაფრენ...































