საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღესთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებისთვის განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე.

„ახლოვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელიც შედგება ამა წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე.

ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან, აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 809 005

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 10 მაისი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778239659

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ

არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, -...

მამუკა მდინარაძე

1778239587

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას

„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...

მამუკა მდინარაძე

1778239446

ახალი ამბები

თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესია...

თბილისის მერი

1778239305

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე

„ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ დ...

მამუკა მდინარაძე

1778239225

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალ...

პროკურატურა