შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ ურთიერთობას - შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ეს აფერხებს ყველანაირ დიალოგს
მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ ყველა დედაქალაქმა მკაფიოდ იცოდეს, როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალ ურთიერთობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შეწყდეს აგრესიული რიტორიკა საქართველოს მიმართ.
„სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია ბრიუსელის გავლით და ფილტრით მიდის სხვადასხვა დედაქალაქამდე. მე იმედი მაქვს, რომ ყველას მისწვდება ეს სიტყვა - მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს აგრესიული რიტორიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ეს არის მიუღებელი. შეწყდეს მავნე პოლიტიკა ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ, ვინაიდან ესეც არის მიუღებელი და აფერხებს ყველანაირ დიალოგს, გაუქმდეს ყველა ის უსამართლო რეზოლუცია, რომელსაც ასე ავი სიხარულით იღებს ხოლმე ევროპარლამენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ. აბა, სხვა რა გზა ესახებათ? - კონფრონტაციით უნდათ საქართველოს იძულება რაიმეზე? რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომებით გამორიცხულია, შემდეგ კიდევ შეინარჩუნონ პრეტენზია, რომ არიან ევროპული გაერთიანება. ასე რომ, ეს არის გზა იმისკენ, რომ ევროკავშირი დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული. სხვა შემთხვევაში ევროპულ კავშირი მხოლოდ სახელითღა იქნება ევროპული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1778226083
ახალი ამბებიპრემიერი: 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, ღვინო ჩვენი ტრადიციებისა და სტუმარმასპინძლობის განუყოფელი ნაწილია
„ქართული ღვინო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა, 8 000 წლის წინ სწორედ ამ მიწაზე დაიწყო მეღვინეობის დიდი, უწყვეტი ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია და...
1778224668
ახალი ამბებიმეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სა...
1778224594
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა
„ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ...
1778224554
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალადობის წაყრუების მძიმე შედეგები 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა
ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადი...
1778223331
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პერჩინსკის - გასულ წელს, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...































