EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
როგორც ჩანს, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ იმაზე, თუ ვინ წარადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან, - წერს იტალიური გამოცემა EU News, რომლის ინფორმაციითაც, დუბლინში გამართული ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეასრულოს ევროპამ თავისი როლი: მოლაპარაკებების მაგიდასთან წარდგება ჯგუფი, რომელიც შედგება „E5“-ის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო) და ევროკავშირისგან.
ეს სცენარი პრესკონფერენციაზე ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა გააჟღერა: მისი თქმით, გონივრული იქნება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან „E5“-ის ჯგუფი და ევროკავშირი ერთად წარდგებიან. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, „რუსეთმა უნდა გამოხატოს ამ ომის დასრულების სურვილი“.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირს კოშტა და ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ, კაია კალასი ამ ჯგუფს მიღმა დარჩა.
„ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში „უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია ევროპის ძლიერი წარმომადგენლობა“; ამ კონტექსტში იგი „მიესალმება E5-ის ჯგუფისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მონაწილეობას“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა, მკაცრად სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით მკაფიოდ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირს და აღნიშნავს: „ხელშეკრულებები ცალსახაა: საგარეო პოლიტიკის საკითხებში, სახელმწიფოთა ან მთავრობათა მეთაურების დონეზე, წევრ ქვეყნებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმოადგენს“. შემდეგ კი დასძენს: „ასევე, არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც თავად კომისიას წარმოადგენს“.
ამ განმარტებების ფონზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, ფაქტობრივად, პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება“, - აღნიშნავს EU News-ი.
1794897680
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...
1794897006
ახალი ამბებიეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმა...
1794896252
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ველოდებით ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა
„პროცესის მიმდინარეობისას ვერ მოვისმინეთ ვერცერთი სოლიდური არგუმენტი [საკონსტიტუციო] სარჩელის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათ...
1794894750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურბერგის პროცესად“ მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“, – ამის შესახებ საქართველოს...
1794893317
მსოფლიორუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - დაბომბეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდები
17 ნოემბერს, დილით რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალებისა და კიევის მეტროს ინფორმაციით, თავდასხმამ მეტროს ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადა...






























