საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთან.
შეხვედრების ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი დავით ვარდიაშვილი და დირექტორი უსაფრთხოებისა და მონიტორინგის საკითხებში ლევან ცხვედიანი არიან.
1794897006
ახალი ამბებიეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმა...
1794896252
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ველოდებით ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა
„პროცესის მიმდინარეობისას ვერ მოვისმინეთ ვერცერთი სოლიდური არგუმენტი [საკონსტიტუციო] სარჩელის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათ...
1794894750
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურბერგის პროცესად“ მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას“, – ამის შესახებ საქართველოს...
1794893317
მსოფლიორუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - დაბომბეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდები
17 ნოემბერს, დილით რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალებისა და კიევის მეტროს ინფორმაციით, თავდასხმამ მეტროს ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის შედეგადა...
1794892419
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამ თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ სლოვენიის ხელის...






























